14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
ლუბოშ ბლაჰა: ვულოცავ "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას, ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად წააგო. დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. 

"გულითადად ვულოცავ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვებას, ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად წააგო", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ სწორედ საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

"ქართულ ოცნებას" ისეთივე [საარჩევნო] პროგრამა აქვს, როგორც ჩემს პარტიას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ექსტრემისტურ ლგბტ იდეოლოგიას და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ "მაიდანის" რევოლუციებს. დღეს [ევროპაში] პროგრესული ტოტალიტარიზმი გვაქვს. თავისუფალი აზრის უფლება არ გაქვთ. დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მათი ოცნება დაასრულა", - დასძინა ლუბოშ ბლაჰამ.

საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

დღის ამბები