26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
მე ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ - ანდჟეი დუდა

მე ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ - ეს განცხადება, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ანდჟეი დუდამ საქართველო პოლონეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი აფასებდა საქართველოს, მის მისწრაფებებს და კარგად ესმოდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონში.

„მე ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ , ნატოსკენ და როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა 2008 წელს, თავს დაესხა რუსეთი საქართველოს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა ცენტრალური ევროპის ლიდერებთან ერთად თბილისში,“ - განაცხადა ანდჟეი დუდამ. 

ერთობლივ პრესკონფერენციამდე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა და ანჟეი დუდამ ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები