ბათუმში, 11-12 მარტს მომხდარი მოვლენების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი 14 ივლისს განახლდება. დღეს სასამართლომ 6 პირის საქმეზე იმსჯელა.
საქმეში ახალი მოსამართლე, ლევან გელოვანი ჩაერთო. ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმებების შესაძლებლობა განიხილეს. დაცვის მხარის ნაწილი 6 თვიან, ზოგიერთი კი ერთ წლიან პატიმრობას ითხოვდა.
სასამართლომ დღესვე იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულთა პატიმრობის გაუქმებაზე, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.