06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ესპანეთის პოლიცია კატალონიელებს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას არ აძლევს

ესპანეთის პოლიცია კატალონიელებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. შენობები, სადაც უბნები უნდა გაიხსნას, სამართალდამცველების ალყაშია. ისინი მოქალაქეებს უბნებთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ, რაც დაპირისპირების მიზეზი ხდება. 

ესპანეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება და არალეგალური კენჭისყრის აღსაკვეთად კატალონიაში პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნა. პოლიციამ ჯერ კიდევ გუშინ იმ შენობების ბლოკირება მოახდინა, სადაც უბნები უნდა განლაგებულიყო. რეფერენდუმის მომხრეებმა ღამე ბლოკირებულ შენობებში და ქუჩებში გაათენეს. მათ ზოგიერთი უბნის დასაცავად შესასვლელები ტრაქტორებით ჩახერგეს და ოთახები კენჭისყრის პროცედურისთვის მოამზადეს, თუმცა პოლიციამ ბარიკადები გაარღვია და შენობის ბლოკირება მოახდინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები