06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
კატალონიელები საყოველთაო გაფიცვას იწყებენ

კატალონიელები საყოველთაო გაფიცვას იწყებენ. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები არ იმუშავებს. საპროტესტო აქცია პროფკავშირისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განაცხადეს, რომ ამგვარად ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას აპროტესტებენ, რასაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს ჰქონდა ადგილი.

კატალონიის ლიდერები ამბობენ, რომ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათში, ადგილობრივი მთავრობა ესპანეთიდან გამოყოფის მიზნით, უკვე სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს.

ოფიციალური მადრიდი კენჭისყრას არალეგალურად ცნობს. ვითარების დარეგულირების მიზნით, ესპანეთის მთავრობამ ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო.

კატალონიის საკითხზე დებატები ევროპარლამენტშიც გაიმართება. ევროკომისიამ კატალონიის ლიდერები გააფრთხილა, რომ ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში, რეგიონი ევროკავშირის გარეთ დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები