06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
"უნდა ვაღიაროთ ის რეალური საფრთხე, რომელსაც პუტინის რეჟიმი გვიქმნის" - დევიდ ქრეიმერი

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერების გზები და ვლადიმერ პუტინის მმართველობა - საკითხზე მაკკეინის ინსტიტუტში მსჯელობდნენ.  შეხვედრას სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დეივიდ ქრეიმერი დაესწრო.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ ქრეიმერმა, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დებატებზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ყველა ის მიზეზი, რის გამოც არის საჭირო შეაჩერონ რუსეთი, როგორც საფრთხე, მიმართული მეზობელი სახელმწიფოების, შეერთებული შტატების ინტერესების, დასავლურ დემოკრატიების და ზოგადად გლობალურ წესრიგის წინააღმდეგ.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის რეალური საფრთხე, რომელსაც პუტინის რეჟიმი გვიქმნის ჩვენ, მის მეზობლებს და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მის საკუთარ ხალხს. პუტინის ავტოკრატიულ, კლეპტოკრატიულ რეჟიმს საერთო არაფერი აქვს ჩვენს ღირებულებებთან და სულ უფრო მცირდება საერთო ინტერესებიც. ის შეიჭრა საქართველოში და უკრაინაში, რადგან უარს ამბობს აღიაროს ამ ქვეყნების უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ის არ აღიარებს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ცდილობს ევროპის რუკის შეცვლას,“-განაცხადა დევიდ ქრეიმერმა.

რუსეთის შეკავების სტრატეგიის ქონის აუცილებლობაზე ისაუბრა ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასმაც. ანალიტიკოსების დებატები დღეს მაკკეინის ინსტიტუტში დევიდ ქრეიმერს ახალი წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა. წიგნში სათაურით “დაბრუნება შეჩერების პოლიტიკისკენ, პუტინის რეჟიმთან გამკლავება” დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს, აგვისტოს ომს, ყველა იმ მოვლენას, რომელიც ამ ომს წინ უძღვოდა.

დღის ამბები