06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ცენტრალურ ამერიკაში ტორპიკულ შტორმ "ნეიტმას" 22 ადამიანი იმსხვერპლა

ცენტრალურ ამერიკას კვლავ ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიამ კოსტა რიკაში, ნიკარაგუასა და ჰონდურასში 22 ადამიანი იმსხვერპლა.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტორმმა "ნეიტმა" ძლიერი წვიმის გარდა, მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. დაინგრა გზები და ხიდები. დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი. კოსტა რიკაში 400 ათასი ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

შტორმის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, გააუქმეს ავიარეისებიც. ამ დროისთვის ტროპიკული შტორმი შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროსკენ მიემართება. ფლორიდის 29 რაიონში და ნიუ ორლეანშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღის ამბები