06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
თეირანი სარაკეტო პროგრამის გადახედვას არ აპირებს

თეირანი სარაკეტო პროგრამის გადახედვას არ აპირებს.

განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა და უარყო სააგენტო როიტერსის მიერ გავრცეებული ინფორმაცია, თითქოს თეირანი მზად იყო, დასავლელ მაღალჩინოსნებთან ისტორიული ბირთვული შეთანხმების გადახედვაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

თეირანში აცხადებენ, რომ ბალისიტკური რაკეტების პროგრამა მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს, ქვეყნის უსაფრთოების უზრუნველყოფას ემსახურება და გადახედვას არ ექვემდებარება.

სააგნეტო როიტერსმა ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაავრცელა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ექვსმხრივი მოლაპარკების შედეგად მიღწეული ისტორიული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები