06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე თავდამსხმელი აზარტული თამაშების მოყვარული იყო

64 წლის სტივენ პედოკი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში 60-მდე ადამიანი მოკლა, აზარტული თამაშების მოყვარული იყო.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელმა 2015 წელს კაზინოებში რამდენიმე მილიონი დოლარი მოიგო.

სტივენ პედოკი ხშირადაც მოგზაურობდა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ის 20 კრუიზშია ნამყოფი, მათ შორის ევროპისა და ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ლას ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე მოწყობილი თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების ცნობით, მათ პედოკის ცხოვრების ყველა ასპექტი შეისწავლეს, თუმცა მიზეზის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები