06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთის 80-მდე ქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

რუსეთის 80-მდე ქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ქუჩებში ოპოზიციის ლიდერის - ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერები არიან გასულები.

ისინი ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციისთვის საჭირო პირობების შექმნასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ნავალნისა და სხვა კანდიდატების დაშვებას მოითხოვენ.

ოპოზიციის ლიდერი ამ დროისთვის მორიგ ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის. საპროტესტო აქციები ორგანიზატორებმა საგანგებოდ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს დაამთხვიეს.

დღესვე რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-11 წლისთავს აღნიშნავენ. ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად აქციები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.

დღის ამბები