06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
დონალდ ტრამპის მორიგი მუქარა ფხენიანს

დონალდ ტრამპის მორიგი მუქარა ფხენიანს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა twitter-ის ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთი რამ იმუშავებს. ტრამპს არ განუმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობს, თუმცა მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას შეერთებული შტატების პრეზიდენტების 25-წლიან ლაპარაკს შედეგი არ მოუტანია. დონალდ ტრამპმა კომენტარი სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებითაც გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, მას რექს ტილერსონთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ტრამპის აზრითვე, ტილერსონი უფრო მკაცრი უნდა იყოს.

დღის ამბები