06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
აშშ ირანს, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გამო, ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ ირანს, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გამო, ახალ სანქციებს დაუწესებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ირანთან მიმართებაში ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა.

ის აცხადებს, რომ აშშ ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რათა ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალება არ მისცეს. 

„ჩვენ რიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ირანის მტრული ქმედებების წინააღმდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ირანი არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს,“ - განაცხადა ტრამპმა და დასძინა ირანმა 2015 წლის შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ, რამდენჯერმე დაარღვია.

„ირანის რეჟიმი ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოა, რომელიც ეხმარება ალ-ქაიდას, თალიბანს, ჰეზბოლას და სხვა ტერორისტულ ქსელებს,“ - განაცხადა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ აშშ უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ირანთან მიღწეული შეთანხმებიდან.

 

დღის ამბები