06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული სატვირთოები ყანდაარის პროვინციაში, სამხედრო ბაზასთან ააფეთქა, რის შემდეგაც მებრძოლები ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

აფეთქებისა და ორმხრივი სროლის შედეგად 43 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 9 დაშავდა, 6 კი ამ დრომდე ეძებენ.

რამდენიმესაათიანი შეტაკების დროს 10 თავდამსხმელიც მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ რიგით მესამე მასშტაბური თავდასხმაა.

დღის ამბები