06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
სირიაში დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 60 ადგილობრივი სიკვდილით დასაჯა

სირიაში დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 60 ადგილობრივი სიკვდილით დასაჯა. მასობრივი მკვლელობა ჰომსის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში სამი კვირის წინ მოხდა. დასახლებას ამ დროისთვის, სირიის არმია აკონტროლებს და სწორედ წმენდითი ოპერაციის დროს აღმოაჩინეს მოკლულთა ცხედრები.

სავარაუდოდ, ისინი საჯარო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ISIS-ის მებრძოლებმა ისინი აგენტობაში დაადანაშაულეს და სიკვდილითაც ამიტომ დასაჯეს.

სამხედროები 100-მდე დაკარგულ ადგილობრივსაც ეძებენ. სავარაუდოდ, ისინიც ტერორისტებმა დახოცეს.

დღის ამბები