06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
თავდასხმა რადას დეპუტატზე კიევის ცენტრში - აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

თავდასხმა რადას დეპუტატზე კიევის ცენტრში. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ავრცელებს. ზორიან შკირიაკი მომხდარში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.

აფეთქება ტელეარხ “ესპრესოს” შენობასთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ უკრაინული რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი და პოლიტოლოგი ვიტალი ბალა. ასევე დეპუტატის დაცვის წევრი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დეპუტატის მანქანასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამუშავდა, როცა ის ტელეარხის შენობიდან გამოდიოდა. თავად მოსიიჩუკი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა მისი მკვლელობა შეუკვეთა. 

დღის ამბები