06 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ტრევის შადრევნის დაზიანების ბრალდებით რომში მამაკაცი დააკავეს

რომის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც ტრევის შადრევნის დაზიანება ბრალდება. დაუდგენელმა მამაკაცმა მეთვრამეტე საუკუნის შადრევნის მთავარ აუზში წითელი საღებავი ჩაყარა. ინციდენტი რომში გუშინ მოხდა.

ეჭვმიტანილი ადგილზე აიყვანეს, რის შედეგად ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი გამოიძახეს.

სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, რა ზიანი მიადგა მეთვრამეტე საუკუნის ძეგლს და მომხდარს ვანდალიზმის აქტად აფასებენ.

დღის ამბები