06 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელშია

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელშია, ინფორმაციას ამის შესახებ მისი ბელგიელი ადვოკატი ავრცელებს. მას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა პუჩდემონი ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას.

გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, კატალონიის ყოფილი ლიდერი დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელგიაში კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის გარდა, მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებიან. ესპანეთში მათ ამბოხების ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები