20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურას  კენჭს დღეს უყრის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის გამწესებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური ფრაქციები და გოცირიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.

„ახლა უკვე ხელისუფლების ყველაზე მორჩილი ადამიანი შედის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ კონფიგურაციით, ჩვენ ვიღებთ ყურმოჭრილ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულ ორგანოს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

აქცენტს დეპუტატები კანდიდატის სკანდალურ განცხადებებზე და სტრასბურგის მიერ დაწუნებული იურისტის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ.

„ეს არის პირდაპირ შეუსაბამო იმ მაღალი თანამდებობისთვის, რომელზეც ეს ქალბატონი უნდა დამტკიცდეს. აქედან გამომდინარე, არანაირი შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შეცვლიდა აზრს მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არ არსებობს,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი, ევა გოცირიძეს პროფესიონალ და დამოუკიდებელ კადრად მიიჩნევს.

„არასოდეს არსად ევა გოცირიძის კანდიდატურა დაწუნებული არ ყოფილა, მათ შორის, არც სტრასბურგში. იქ მთლიან სიაზე ვერ შეთანხმდნენ. ის არის მაღალი დონის ექსპერტი, სპეციალისტი, სასამართლოს მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არავითარი პოლიტიკური ანგაჟირების ნიშნები არ ექნება,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები