განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის "ევროპული საქართველო" განათლების მინისტრს, პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს. "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ პრობლემაა სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასის გამოთვლის წესი, მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის საათების სამართლიანად გადანაწილება, რადგანაც ამ დროის მონაცემებით, 8 ათასამდე პედაგოგი კუთვნილ დანამატს ვერ იღებს.
მეორე პრობლემად პარტია სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესს ასახელებს, მესამე პრობლემა კი, უმრავლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მოგების გადასახადია. "ევროპული საქართველო" გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს.
“ჩვენ გვყავს 8 ათასი სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს იმის გამო, რომ მათი ხელფასები მიბმულია საათობრივ ანაზღაურებას. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მათ ჰქონდეთ სრული დატვირთვა. დღეს 45 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტი გვყავს, ეს რიცხვი იზრდება, შესაბამისად უნდა გადაიხედოს გრანტების განაწილების წესი,“ - განაცხადა რატიანმა.