საქათველოს პარლამენტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტისთვის საყვედურობს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დამატებითი 305 მილიონი ლარის დახარჯვა ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად, ბიუროკრატიულ ხარჯებში იგეგემება. პარტია ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განმარტავს, რომ თანხა იმ პროექტებზე წავა, რომელიც 2017 წლის პერიოდში პრიორიტეტებად იქნა დასახელებული.
„ბიუჯეტის გადანაწილების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრიორიტეტების პარალელურად განაწილდეს ის თანხა, რომელიც წარმოიშვა და მე ვერ ვხედავ აქ ძალიან დიდი კრიტიკის საფუძველს თუ თვითმიზანი არ არის კრიტიკა, რატომ არის ეს ვიღაცის კეთილდღეობისკენ მიმართული. მიმართულია იმ პუნქტებში, რომელიც თავიდანვე აღიარებული იყო 2017 წლის პრიორიტეტებად. გადანაწილების პრინციპი არის ეს,“ - აცხადებს რომან კაკულია.