"FBI-ს ექსპერტები საქართველიში ჩამოვიდნენ და ეხმარებიან ქართველ სამართალდამცავებს," - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გააკეთა.
ელჩის ინფორმაციით, ისინი ქართველ სამართალდამცველებს გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მიქმედებების ჩატარებაში დაეხმარებიან.
„მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით, FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებიც ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე ჩვენი ინფორმაციით, დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
ელჩი ასევე გამოეხმაურა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პირველადი მდგომარეობით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.
„მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში. ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს,“ - აცხადებს იან კელი.