20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ვინმე ქვეყანაში არალეგალური გზით იყოს შემოსული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შს მინისტრის განცხადებას, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ეხმაურებიან. მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დაკავებული და ლიკვიდირებული პირები არალეგალური გზით შემოვიდნენ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველა დეტალი დგინდება და გამოძიება აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი მინისტრის განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ საზღვრების დაცვა უფრო გააქტიურდება.

„მინისტრის მიერ ამის განცხადება ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვრების დაცულობასთან დაკავშირებით იქნება მუშაობა განსაკუთრებით გააქტიურებული,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ვინმე ქვეყანაში არალეგალური გზით იყოს შემოსული.

„მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება და მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც და მეზობლებიც ამ საერთო თანამშრობლობის ფორმატში არიან ჩართული, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე შეიძლება იყოს ქვეყანაში შემოსული საზღვრის უკანონო შემოვლით ან კვეთით ან სხვა გზით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები