20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
შეიარაღებული პირების მეირ საზღვრის არალეგალური კვეთა - შს მინისტრის განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს - შს მინისტრის ამ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ოპოზიციური პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა მაინც დგას და არგუმენტად არალეგალურად შემოსვლის დასახელება, მათი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ მოხსნის.   

გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ ფაზაშია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა აღნიშნავს, რომ თუ მართლაც არალეგალურად მოხდა სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების შემოსვლა საქართველოში, ეს საზღვრის უსაფრთხოებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

„ხელისუფლებას აქვს ასეთი მესიჯ ბოქსი შემუშავებული, საკამოდ არაკეთილგონიერი, მაგრამ ერთ ხმაში ყველა იმეორებს, რომ ისინი შემოვიდნენ არალეგალურად, ვითომ ეს რაიმენაირად ამსუბუქებს მათ პასუხისმგებლობას. პირიქით, ისინი თუ არალეგალურად შემოვიდნენ, ნიშნავს, რომ საზღვრის უსაფრთხოება ჩამოშლილია მთლიანად, როგორც ქვეყნის უსაფრთხოება,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ყოველი განცხადების შემდეგ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

„ახლა ვიგებთ, რომ თურმე, შეიძლება ადამიანი არალეგალურად ისე გადმოვიდეს და ისე დააგროვოს არსენალი ერთ კონკრეტულ ბინაში, თბილისში თვეების განმავლობაში, რომ ამის შესახებ ძალიან გვიან გაიგოს შსს-მ,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები