თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად 500 ლარი გადაეცემათ.
ხაბეიშვილის თქმით, მერიამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს და თანხის ოდენობა უნდა 5000 ლარამდე უნდა გაზარდოს.
“კალაძე და მისი მთავრობა აპირებს დაზოგოს 7 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, ესაჭიროებათ უსწრაფესი დახმარება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და შეთავაზება მერის და დედაქალაქის მთავრობის მიმართ არის შემდეგი, სანამ ამ ადამიანების ზარალი დაითვლება ბოლომდე და ბოლო კაპიკამდე აუნაზღაურდებათ ზიანი, რაც მათ მიიღეს, ერთჯერადი სახით არა 500, არამედ მიიღონ 5000 ლარი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კალაძე და დედაქალაქის მთავრობა გადახედავს მის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.