20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება - ქირურგი, დავით ლოლაძე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური ჰემოდინამიკით,“ - ეს განცხადება ქირურგმა, დავით ლოლაძემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

„შემოსვლიდან ამ დრომდე მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მიმდინარეობს, ამისთვის რეანიმაციული ღონისძიებები ტარდება, პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია,“- განაცხადა ქირურგმა, დავით ლოლაძემ.

ქირურგის თქმით, სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„მიმდინარეობს შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია ანუ გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკით, უმძიმესი მდგომარეობით,“ - განაცხადა დავით ლოლაძემ.

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები