20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ორშაბათიდან მანდატურები საქართველოს საჯარო სკოლებში გაამკაცრებენ და ასევე, 24-საათიან რეჟიმში მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია უფრო მეტი კომუნიკაცია ოჯახთან, უფრო მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ყოფილიყო იმის გარანტია, რომ ასეთ ტრაგედიას ავიცილებდით,“ - განაცხადა ლია გიგაური.

ლია გიგაურის თქმით, გააქტიურდება სკოლებში ანტიძალადობრივი კამპანიები, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო აქტივობა.

ლია გიგაური აცხადებს, რომ მუდმივი მონიტორინგი დაწესდება არა მხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ გარეთაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები