20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ასწლოვანი ხეების გადატანა გრძელდება - 200-წლოვანი მცენარე გვიან ღამით ბარჟაზე მოათავსეს, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობაც შეჩერდა

ბიძინა ივანიშვილი ასწლოვანი ხეების კოლექციის გამდიდრებას განაგრძობს. მახინჯაურიდან გურიაში კიდევ ერთი მაგნოლია გადაიტანეს.

200-წლოვანი მცენარე გვიან ღამით ბარჟაზე მოათავსეს, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობაც შეჩერდა.

სამუშაოები ამჯერად კომპანია “ინსმა" განახორციელა.

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში უახლოეს დღეებში კიდევ 10 ხის გადატანა იგეგმება, რომელიც ყოფილმა პრემიერმა კერძო პირებისგან შეისყიდა.

კომპანია “ინსის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ, დაახლოებით, 5 წუთამდე იყო გადაკეტილი გზა, ხოლო ადგილობრივი აცხადებს, რომ ნახევარ საათამდე დასჭირდა დრო ხის გადატანას.

დღის ამბები