09 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით ებრალიძე, გორში ადვოკატებს საკუთარი პროგრამა გააცნო

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით ებრალიძე, გორში ადვოკატებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო. დავით ებრალიძე აცხადებს, რომ ადვოკატები დაუცველები არიან და მართლმსაჯულების სისტემა მოუწესრიგებელია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, ადვოკატს უნდა მოეთხოვებოდეს ასოციაციის წევრობა და შესაბამისი სერთიფიკატი.

დავით ებრალიძე აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია, დაინერგოს პრეცედენტული სამართალი.

დღის ამბები