20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ისანში - „კურიერმა“ ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი საქმის დამალული დეტალები გაარკვია

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის ქუჩაზე - კურიერმა ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი საქმის დამალული დეტალები გაარკვია. ბინა, სადაც 21 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, ბოლოს მერაბ ცათიაშვილს ჰქონდა ნაქირავები.

ცათიაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ბიძაშვილია.

ცათიაშვილი კურიერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ორი ბინა აქვს, საცხოვრებლად არავარგისიანობის გამო, ბინის ქირაობა უწევდა.

ცათიაშვილი და ტერორიზმის მუხლით მსჯავრდებული აიუფ ბორჩაშვილი ახლო მეგობრები არიან. კურიერის ინფორმაციით, ბორჩაშვილთან ერთად მაშინ ისიც დააკავეს, თუმცა, მერაბ ცათიაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი, უმარ იდიგოვი, ამტკიცებს, რომ ჩატაევი ოპერაციის ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუმცა, მისი თხოვნა სამართალდამცველებმა არ გაიზიარეს.

იდიგოვი ფიქრობს, რომ ცოცხლად დაჭერის შემთხვევაში ჩატაევი მოყვებოდა, როდის და ვისი დახმარებით აღმოჩნდა საქართველოში, რაც ქართულ სპეცსამსახურების ინტერესში არ შედიოდა.

უმარ იდიგოვი ამბობს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენი ორი წევრის ვინაობა ჯერ ისევ უცნობია, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ის იცის, რომ ისინიც ჩეჩნები არიან.

ბერი სალოსის ქუჩაზე კი კვირაზე მეტია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თითქმის სრულად განადგურებულ სახლში სამართალდამცველები მუშაობენ, პერიმეტრს კი ისევ სპეცრაზმი იცავს. 

დღის ამბები