რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული შეთანხმება ვლადიმერ პუტინმა რატიფიცირებისთვის სათათბიროში შეიტანა.
საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანებას ითვალისწინებს.
შეთანხმებას ხელი მოსკოვში 31 მარტს მოეწერა.
გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსულ არმიასთან ინტეგრაციის პროცესი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში დასრულდება. ამის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცებს რუსულ სამხედრო ბაზებზე კონტრაქტით მსახურების უფლება ექნებათ.