20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"რა თქმა უნდა ბევრი კითხვა გვაქვს" - იან კელი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს კითხვები აქვს. ამის შესახებ განცხადება, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, "კურიერთან" საუბრისას გააკეთა. იან კელი ამბობს, რომ აშშ კითხვებზე პასუხს საქართველოს მთავრობისგან გამოძიების დასრულებისთანავე ელოდება.

აშშ-ის ელჩის თქმით, გამოძიების პროცესში ქართველ სამართალდამცავებს გარკვეული ტექნიკური დახმარება FBI-მ გაუწია.

„ჩვენ ვმონაწილეობდით გამოძიებაში, FBI-მ გაუწია გარკვეული ტექნიკური დახმარება ქართულ მხარეს. ამ ეტაპზე ვუსმენთ და გვსურს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი კითხვა აქვს ალბათ საქართველოს მთავრობასაც. ველით გავიგოთ უფრო მეტი რამ ოპერაციაზე,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ელჩი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში კითხვები ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის გზასთან დაკავშირებითაც არსებობს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ეს კითხვა და იგივე შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასაც. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ოპერაციაში, თუმცა დასაწყისში ვიყავით ინფორმირებული,“ - აცხადებს იან კელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები