20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირიდან გასვლის გეგმას წარადგენს

ბრიუსელში დღეს ბრექსიტზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ევროკავშირიდან გასვლის კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

შეთანხმება მოქალაქეთა უფლებებზე და ე.წ. "განქორწინების კანონპროექტზე" უკვე მიღწეულია. ახლა განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარი იქნება.

ოფიციალური ლონდონი იმედოვნებს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს.

დღის ამბები