20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა - ოპოზიცია და უმრავლესობა კომპლექსური მიდგომების აუცილებლობაზე საუბრობს

„დიდი შეცდომა იყო ხელისუფლების მხრიდან დაშვებული, როდესაც მანდატურის სისტემას უფლებები შეუზღუდეს,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ლაგვილავამ თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შეფასებისას გააკეთა.

დავით ლაგვილავამ აღნიშნა, რომ პრობლემა კომპლექსურია და პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციას არ უნდა დაეკისროს.

„დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის დროს ამბობდა, რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“, სამწუხაროდ, მართლაც დაანგრიეს როგორც განათლების სისტემა, ასევე, უსაფრთხოების სისტემა, ისე მანდატურის სისტემა,“ - განაცხადა ლაგვილავამ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ხელისუფლებას კრიმინალთან მიმართებით ლოიალობის გამოვლენის გამო აკრიტიკებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი კომპლექსური ხედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„კომპლექსური ხედვაა საჭირო. გარდა იმ სტრუქტურების გააქტიურებისა, რომელიც სკოლებთან არის დაკავშირებული, გინდაც შსს, მანდატურები, განათლების სამინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მე ვფიქრობ, აქ რელიგიურ თემებსაც მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია, ოჯახი, გარემო, ძალიან დაძაბულ და არაერთგვაროვან სიტუაციაში უწევთ ჩვენს ბავშვებს ცხოვრება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები