20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
უბრალოდ უნდათ, რომ ეს პროცესი ჩაფარცხონ - გია ბარამიძე სპეცოპერაციასა და სუს-ზე საუბრობს 

შეხვედრა შეხვედრისთვის - ასე აფასებს სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრას ნდობის ჯგუფის ფორმატში "ნაციონალური მოძრაობა."

ოპოზიციურ პარტიაში, რომლის წარმომადგენლებიც ამჯერად ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში არ შედიან, სპეცოპერაციის თემის ფართო პოლიტიკურ ფორმატში განხილვას ითხოვენ.

მათი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ვითხოვთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ნდობის ჯგუფი არ არის განკუთვნილი ამგვარი განხილვისთვის და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა სესიაშვილმა და ყველამ ვინც ამ საკითხში ჩახედულია. ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვეულებრივად თქვან, რომ რაღაცა განიხილეს ნდობის ჯგუფზე, არ მიეცეს საშუალება პარლამენტს და პარლამენტის შესაბამის პარტიებსა თუ დეპუტატებს ამ პროცესში ჩართვის საშუალება. უბრალოდ უნდათ, რომ ეს პროცესი ჩაფარცხონ,“-განაცხადა გია ბარამიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები