მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორი სავარაუდო სცენარის განვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში რადასთან შეკრებილები აირიდებენ თავიდან რევოლუციას, მშვიდობიანი მანიფესტაციის გზით აიძულებენ პოროშენკოს წავიდეს ან მას და მის მხარდამჭერებს „გადაუვლიან“.
მისი თქმით, ის სიცოცხლით არის დავალებული უკრაინელების წინაშე, რადგან მათ გაათავისუფლეს ის ტყვეობიდან და ამიტომ, არ აპირებს არსად წასვლას და ბოლო წუთამდე იბრძოლებს.