07 დეკემბერი 2024,   05:45
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში პოლიტიკური სპექტრი აფასებს. შეფასებები მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, მოგვიანებით მხარდამჭერების დახმარებით მის გათავისუფლებასა და რადას წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გაკეთდა.  

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მის შესაძლო ექსტრადირებაზეც ალაპარაკდა. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერების დახმარებით სპეცრაზმელების მიკროავტობუსი დატოვა, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. უმრავლესობა კიევში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებდა.

კიევში მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებს “ევროპული საქართველო“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უკრაინის ხელისუფლება ასე არ უნდა ექცეოდეს.

ოლიგარქების ზეგავლენაზე აკეთებს აქცენტს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც დღეს გადამწყვეტი ბრძოლა დააანონსა. პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.  "ნაციონალურ მოძრაობა" ხვალ 2 საათზე მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე, ღირსების მანიფესტაციაზე ელოდება.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.  

დღის ამბები