08 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
რუსი პრანკერების სკანდალური ზარი პოროშენკოსთან - ალექსეი სტოლიაროვი „კურიერთან“ განმარტებას აკეთებს

რუსი პრანკერების კიდევ ერთი სკანდალური ზარი - კიევში ვითარების დაძაბვის პარალელურად, ალექსეი სტოლიაროვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელით დაუკავშირდა. საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილი იყო.

პრანკერი საქართველოს პრემიერის სახელით პოროშენკოს სააკაშვილის დაკავების დეტალებზე, მისთვის წარსადგენ ბრალზე ესაუბრება, პრანკერი კვირიკაშვილის სახელით პოროშენკოს ეკითხება, გადმოსცემენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

ალექსეი სტოლიაროვმა სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „კურიერთან“ განმარტება გააჯეთა.

„ჩვენ მოვახერხეთ მისი ემოციების დაჭერა, რადგან როცა საუბრობდა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთი აფინანსებს სააკაშვილს მომხრეების საშუალებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის რაღაც ოფიციალურ პრესრელიზს კითხულობდა და თამაშობდა, მისი ემოციები არ იყო ნამდვილი. როცა შემომთავაზა გვესაუბრა WhatsApp-ით, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ საკითხებს განიხილავს მესენჯერებით, რომლებიც არ კონტროლდება. ამ საუბარში მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მან დაადასტურა შეთანხმება, რომელიც უკვე არსებობდა საქართველოს პრემიერთან, რომ სააკაშვილი არ გადაეცათ საქართველოსთვის. ამიტომ თქვა, რომ ახლა მოიფიქრებენ, რა უნდა უყონ მას. პოროშენკოსთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რას გეგმავდა. ეგონათ, რომ ახლა სააკაშვილს სწრაფად დაიჭერენ, გაანეიტრალებენ, გამართავენ რაღაც საჩვენებელ პროცესებს, რომ კარგ პირობებში ყავთ და ა.შ. ფიქრობდნენ, რომ ხალხი არ დაუდგებოდა გვერდზე, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა,“ - განაცხადა ალექსეი სტოლიაროვმა.

ალექსეი სტოლიაროვმა „რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ პრანკერები ყალბ ჩანაწერს არასდორეს აკეთებენ. 

„ვიცი, რომ საქართველოში იყო კითხვები, როცა ჩვენ თქვენს შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკეთ, შესაძლოა, დღევანდელმა საუბარმა პოროშენკოსთან კიდევ ერთხელ დაადასტუროს თქვენს ქვეყნაში, რომ ასეთი შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის ნამდვილად არსებობდა. ჩვენ ბევრი წელია ამას ვაკეთებთ, ვუკავშირდებით პრეზიდენტებს, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენ არ ვაკეთებთ ყალბ ჩანაწერებს, რადგან ეს ჩვენს რეპუტაციას დაარტყამს,“ - განაცხადა ალექსეი სტოლიაროვმა. 

დღის ამბები