07 დეკემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ამ საფუძვლის მომზადებაში თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლებაც ჩართული იყო თავისი წაყრუებით - ბექა ბასილაია კიევის მოვლენებზე

ადვოკატი, ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრების და ახლობლების დევნა ხორციელდებოდა.

„ეს საფუძველი წინასწარ მზადდებოდა, რაც დღეს განხორციელდა და ამ საფუძვლის მომზადებაში თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლებაც ჩართული იყო თავისი წაყრუებით და უკრაინის ხელისუფლებისთვის იმის ხელშეწყობით, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ხმა არ ამოეღოთ,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის „თავს დაესხნენ“, რასაც სამართლებრივ ქმედებებთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, თუ დღეს უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებდა, უკრაინული მხარე ან საქართველოს გადმოსცემდა სააკაშვილს ან უკრაინაშივე გასამართლდებოდა.

„მათ შორის არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით ლუცენკოს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უკავშირდება რაიმე ფორმით და მეორე, როდესაც ფაბრიკაციაზე ვსაუბრობთ, ცალსახად ფაბრიცირებული იყო ის მასალები და ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი, რაც წარმოადგინეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ბექა ბასილაიას თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით სააკაშვილის ბრალეულობას ვერ დაადასტურებდნენ.

„სცენარი, სავარაუდოდ, იყო ასეთი, რომ უკრაინაში აკავებდნენ მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკვე აქტუალური ხდებოდა მისი ექსტრადიციის საკითხი, ამასობაში, მოუსწრებდა უკვე საქართველოში განაჩენი... და განაჩენის აღსასრულებლად მოახდენდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციას,“ - განაცხადა ბასილაიამ. 

დღის ამბები