20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
„2018 წლის განსახორციელებელი პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზარდა" - კახა კალაძე

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ კვირის ბოლოს გადაუგზავნის.

კახა კალაძის განცხადებით, განსახორიცელებელი პროექტების ბიუჯეტი 60 მილიონით გაზრდილია, საიდანაც 14 მილიონით ვაგონების რეაბილიტაციას, დანარჩენი კი, გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა 55 მილიონით გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებულია.

„2018 წლის განსახორციელებელი პროექტის ბიუჯეტი ჯამში 60 მილიონი ლარით გაიზარდა, 14 მილიონი ლარი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციას მოხმარდება, 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობას მოხმარდება,“ - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხებიც.

დედაქალაქის ბიუეტის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება თბილისის ვიცე მერმა გააკეთ. ირაკლი ხმალაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტში ოპოზიციის მოწოდებები გათვალისწინებული არ იქნება. 

დღის ამბები