20 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
მერიამ 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა გაფრთხილება და 50-ზე მეტ მშენებარე ობიექტზე ჯარიმების გამოწერა დაიწყო

თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების გაფრთხილებით დაიწყო. კახა კალაძემ ყველა კომპანიას უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. თბილისის მერმა დედაქალაქის ბიუჯეტზეც ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ბოლო 5 დღეში გაფრთხილება 100-ზე მეტ ობიექტს მისცა, 50-ზე მეტ ობიექტზე კი ჯარიმები გამოიწერა.

„ნამდვილად საგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება. ძალიან ხშირად ვაწყდებით დარღვევებს, მშენებლობის მიმდინარეობისას. ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა, დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50-ზე მეტ მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა დაიწყო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს აღნიშნული საკითხის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა. 

დღის ამბები