უკრაინის გენერალურ პროკურორი, ამ წუთებში რადას შენობაში იმყოფება. ბრალმდებელი ლუცენკო, საკანონმდებლო ორგანოში იმ კარვების გვერდის ავლით შევიდა, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ბრალდებული სააკაშვილი იმყოფება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა გენერალურ პროკურორს უნდა მოუსმინონ.
იური ლუცენკო კანონმდებლებს იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ძებნა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3 მუხლით გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდა, საქმე აღიძრა იმ შვიდი დეპუტატის წინააღმდეგაც, ვინც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გუშინდელი დღიდან იმყოფება.
ადგილობრივი მედიასაშუალებები სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდება.
რადას მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები და სპეცრაზმელები. ისინი რადას შესასვლელთან არიან განლაგებული.
სამართალდამცველების დამატებითი მობილიზება ცოტა ხნის წინ მოხდა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს და სამართალდამცველებს სპეციალური ჯებირები ჰყოფთ. გამყოფი ხაზი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმაც გაავლეს. მათ საბურავების მეშვეობით ბარიკადები ააგეს.