20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
„მოტივი ვერსად ამოვიკითხეთ, რატომ ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება" - გიორგი გაჩეჩილაძე

პარლამენტის სხდომაზე მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობდნენ. გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოწინააღმდეგეები ყავს თავად უმრავლესობაში. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარისთვის გიორგი გაჩეჩილაძისთვის გაუგებარია, რატომ ერთიანდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. 

„ჩვენ მოტივი ვერსად ამოვიკითხეთ, რატომ ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება. ასოცირების შესახებ შეთანხმება, მუხლი 235 პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არ შეიძლება გარემოს დაცვის მიზნების შესუსტება, სტრუქტურების და სისტემების შესუსტება, ნებისმიერი ეკონომიკური მიზნიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის ამ განცხადებას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ უპასუხა და განაცხადა, მთავრობა გარემოს დაცვის მიმართულებით შესუსტებას არ ეთანხმება.

„გარემოს დაცვის შესუსტებას მთავრობა არ ეთანხმება. ის ღიად აფიქსირებს, როგორც პოლიტიკურ ისე, ფინანსურ მზადყოფნას, რომ გარემოს დაცვის ნაწილში არანაირი შესუსტება არ მოხდება. წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ გარემოს დაცვის რაიმე ფუნქცია ან სუსტდება ან რაიმე სახით გადაფარვა ხდება სხვა სამინისტროს მხრიდან,“ - განაცხადა თადუმაძემ.

 

 

 

დღის ამბები