20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"რაც გუშინ დაინახა მთელმა ქვეყანამ, ყველას თავზარი დასცა და შოკში ჩააგდო" - პოროშენკო

მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელი დაკავების მცდელობის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა  რამდენიმე წუთის წინ პირველი განცხადება გააკეთა. პეტრე პოროშენკოს თქმით, მისი გაკვირვება რთულია, თუმცა გუშინდელმა მოვლენებმა მთელი უკრაინა შოკში ჩააგდო.

განცხადება პრეზიდენტმა ლვოვის ოლქში გააკეთა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

"მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს ზურგში, აგვაფეთქოს შიგნიდან, მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში. ამის შესახებ არა ერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალას არ იშურებენ. მათ ფულიც საკმარისად აქვთ. ვფიქრობდი, რომ ჩემი გაკვირვება რაიმეთი რთული იყო, თუმცა, რაც გუშინ დაინახა და მოისმინა მთელმა ქვეყანამ ყველას თავზარი დასცა და შოკში ჩააგდო. რაც მახარებს არის ის, რომ უკრაინელები ჩვენს ძალოვანებზე ადრე მიხვდნენ, რომ კამპანია მოსკოვისგან იყო დაფინანსებული და ამიტომაც მოახდინეს რადასთან არსებული ბანაკის იგნორირება,“- აღნიშნა პოროშენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები