"ღირსების მანიფესტაცია" - ამ ლოზუნგის აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია სავარაუდოდ, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.
ამ წუთებში პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს და აქციის მონაწილეებს მიმართავენ.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.