20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
შვედეთში ოფიციალური ვიზიტი ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო

შვედეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მხარეებმა პარტნიორულ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მარგოტ ვალსტრომს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო.

თავის მხრივ, მარგოტ ვალსტრომმა ქართულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებებზეც.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. 

დღის ამბები