კიევის სასამართლოში ამ წუთებში ხმაურია. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სევერიონ დანგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კიევის სასამართლოში პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი სევერიონ დანგაძე სხდომათა დარბაზში უკვე შეიყვანეს. მას ბრალად ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
დანგაძის თანაპარტიელები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს კი, ფაბრიკაციას უწოდებენ.
„ბრალდება მის წინააღმეგ უსაფუძვლოა. სევერიონს კრიმინალური ქმედება არ ჩაუდენია,“ - აცხადებენ დანგაძის თანაპარტიელები.
ავტორი: ზურა ხვისტანი.