მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციას გაუაზრებელს უწოდებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს არ გააჩნია არანაირი ფინანსური გათვლა, მოხდება თუ არა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა სამინისტროების გაერთიანების შედეგად.
ჭიაბერაშვილის თქმით, დანაზოგის გაკეთების გარეშე ოპტიმიზაციის პროცესი აზრს კარგავს.
„რაც დავინახეთ მიღებული პასუხებიდან, ვხედავთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია არ არის გააზრებული, ამის უკან არ დგას არანაირი ფინანსური გათვლა თუ რა ხარჯი იზოგება, ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ბიუჯეტში ინახოს საკმარისი თანხა პენსიის გასაზრდელად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და დევნილებისთვის. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავინახეთ, რომ ასეთი ფინანსური ანალიზი მთავრობას ჩატარებული აქვს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პარლამენტი სამთავრობო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა საკანონმდებლო უწყებაში უკვე მიმდინარეობს.