20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
„ქართული ოცნების“ წევრი შოთა შალელაშვილი მთავრობას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას სთხოვს

„ქართული ოცნების“ წევრი, შოთა შალელაშვილი პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი მთავრობას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას სთხოვს.

"საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა. მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ თემაზე იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას,“-წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი ღია წერილში.

„ქართულ ოცნების“ სხვა წევრები ამბობენ, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულია და დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები