20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება - გაეროს უშიშროების საბჭოში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა 

დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვეს.

შეხვედრა ხვალ გაიმართება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას ალტერნატივა არ აქვს.

თავად პალესტინელები იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას არალეგიტიმურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამით დონალდ ტრამპმა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ახალი ომის დაწყების საბაბი მისცა. პროტესტის ნიშნად მათ ბეთლემში საახალწლო განათებები გამორთეს.

დასანანი უწოდა ტრამპის ნაბიჯს საფრანგეთის პრეზიდენტმა. უფრი მკაცრი რეაქცია კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მუსლიმურ ქვეყნებში მოჰყვა.

საუდის არაბეთმა და იორდანიამ ტრამპის ნაბიჯი დაგმეს, თურქეთში კი, ანტი ამერიკული აქციები გაიმართა.

დღის ამბები