20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„სტუმრად მივიდა?“ - შს მინისტრი დეპუტატ შოთა შალელაშვილის სუს-ში დაბარებაზე

„სტუმრად მივიდა?“- ასე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ წევრის, შოთა შალელაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა შალელაშვილის მიმართვაზე, სადაც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, კომენტარი არ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს, მთავრობას და საპარლამენტო გუნდს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ერთიანი პოზიცია და ამ შემთხვევაში წამყვანი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„პოლიტიკურ განცხადებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს. რაც შეეხება დეპუტატის მოსაზრებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი მოსაზრება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები